„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-198
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.032.009.482
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.482

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-198

2006 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების თანდართული სალიცენზიო ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №2).

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №2-166- სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.978

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების

სალიცენზიო მოწმობა № 000000

იურიდიული / ფიზიკური პირი: --------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი: -----------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

მომწოდებელი (მისამართი): -------------------------------------------------------------------------

ლიცენზირებული საქმიანობის სახე: -------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

წარმოებულ-დაფასოებული პროდუქტის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა,

ვარგისიანობა: -------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირი: -------------------------------------------------------------------------------

სალიცენზიო მოწმობა გაცემულია 20 წლის „---“ „----------------------------------“

უფლებამოსილი პირი

ხელმოწერა     ბ.ა.

სფს-ს №

დამკვეთი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო

დამამზადებელი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანება №2-166- სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.978

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.


                                                                                                                                                      დანართი №2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (შემდგომში – მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შემუშავებული და დამტკიცებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა და შენახვა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა „საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება რეგისტრაციის ჟურნალში.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელ-დება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სათავსო, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 4. მკაცრი აღიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

2. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება ხდება სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შემვსები ადგენს აქტს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაუქმების მიზეზის მითითებით.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს ნებართვის მაძიებელს გადაეცემა მეორე და მესამე პირი, რომელთაგან ერთ პირს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს.

4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის ჟურნალში.

5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

    მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია იწერება რეგისტრაციის ჟურნალში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლი

სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №2-61 - ვებგვერდი, 14.04.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია