,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1098
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-19
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.009.478
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.478

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №1098

2006 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №94, მუხ. 1257) დამტკიცებულ ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. მიწების დაბინძურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათი ათასი (10 000) ლარითა და მის ზევით.“.

ბ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათი ათასი (10 000) ლარითა და მის ზევით.“.

გ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.“.

დ) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზე-ვით.“.

ე) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი (2000) ლარით და ზევით.“.

ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი (2000) ლარით და ზევით.“.

ზ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წიაღით სარგებლობის სამართლებრივი ნორმების დარღვევითა და სასარგებლო წიაღისეულის უნებართვოდ (ლიცენზიის გარეშე) მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვროს შვიდი ათასი (7000) და მეტი ლარის ოდენობით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

დ. ტყეშელაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია