“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1236
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-11
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.009.456
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.009.456

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1236

2006 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ვ) ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა;

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ზ) სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა;

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.თ) ,,საქავიასერვისის“ სხვადასხვა მოსაკრებლის ორდერი;

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ი) სს ,,თბილავიამშენის“ სხვადასხვა მოსაკრებლის ორდერი;

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.კ) შპს ,,კინოსტუდია აისის“ ბილეთები.

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ“ ქვეპუნქტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია