საქართველოს მთავრობის
დადგენილება №112
2008 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სპორტისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტთან (დ. ნამგალაური) ერთად უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გადასაცემი ქონების სტატუსის დადგენა და მათი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს რაგბის კავშირისათვის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის შესასრულებლად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით.
5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უზრუნველყოს შესაბამისი თანხის განაწილება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
6. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გადასაცემი ქონების სტატუსის დადგენა, რეგიონებში სპეციალიზებული სარაგბო სექციების მოწყობა და მათი ფინანსური მხარდაჭერა.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №264, სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.1965
საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:
1. საქართველოს საკლუბო რაგბის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და კლუბების ფინანსური მდგრადობა.
2. საერთაშორისო სარაგბო ბაზის მშენებლობა.
3. რეგიონებში სარაგბო კერების შექმნა.
4. მაღალი დონის სარაგბო ჩემპიონატების უზრუნველყოფა.
5. სარაგბო პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
6. ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ფინანსური უზრუნველყოფა.
7. 2011 წელს მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლა.
8. საქართველოს დაწინაურება სუბელიტარული სარაგბო ქვეყნების რანგში.
9. 2009 წლიდან ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა (Challenge Cup).
მუხლი 2. პროგრამის ამოცანები და განხორციელების მექანიზმი
პროგრამის ამოცანაა:
1. სათამაშო/სავარჯიშო ბაზის შექმნა საქართველოს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი.
2. საერთაშორისო სარაგბო ბაზის მოწყობა ჩოხატაურში, რომელიც ითვალისწინებს 3 სტანდარტული მოედნის მოწყობას, სასტუმროს მშენებლობას, სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მოწყობას.
3. უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბებისათვის ქ. თბილისში სამართლიანი განაწილების პრინციპით 12 მიწის ნაკვეთის გადაცემა სტანდარტული სათამაშო/სავარჯიშო მოედნების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) მოსაწყობად, რომელთა გასხვისების უფლებაც ექნებათ კლუბებს სურვილის შემთხვევაში სანაცვლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის პირობით (პროგრამის ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების სავარაუდო ნუსხა ქ. თბილისში მოცემულია №4 ცხრილში). კლუბებმა უზრუნველყონ მათ კუთვნილ მოედნებზე სარაგბო ჩემპიონატის თამაშების გამართვა, მათ შორის, პირველი ლიგის თამაშებისაც.
4. სპეციალიზებული სარაგბო სექციის მოწყობა შემდეგი დასახლებული პუნქტების ფარგლებში: ყაზბეგი, დუშეთი, ხაშური, ზესტაფონი, საჩხერე, ლენტეხი, ამბროლაური, თამარაშენი, პატარძეული, სენაკი.
5. მწვრთნელთა, მსაჯთა, მენეჯერთა და სარაგბო პროცესში მონაწილე სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული გადამზადების ცენტრის მოწყობა (ქ. თბილისში ან მის მახლობლად).
6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო იშუამდგომლებს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან რაგბის კავშირისათვის ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთების) გამონახვისა და შემდგომში გადაცემისათვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით.
7. პროექტის ფარგლებში რაგბის კავშირს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ქონება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები) გადაეცემა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით.
მუხლი 3. რაგბის კავშირისა და უმაღლესი ლიგის გუნდების დაფინანსება
1. 2008-2011 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს რაგბის კავშირის დაფინანსებას სახელმწიფო პროგ-რამის შეუფერხებელი შესრულებისათვის და გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას 11 828 689 ლარის ოდენობით №1 ცხრილის შესაბამისად.
2. 2008-2012 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი ლიგის გუნდებისა და პირველ ლიგაში გამარჯვებულის დაფინანსებას 6 000 000 ლარის ოდენობით №2 ცხრილში მოცემული გრაფიკის მიხედვით.
ცხრილი №2
| 2008 წ. ივნისი – საბაზო დაფინანსება – 320 000 ლარი; 2009 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი; 2010 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი; 2011 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი; 2012 წ. იანვარი – საპრიზო თანხა – 1 180 000 ლარი. |
უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი (8) 4 წლის განმავლობაში მიიღებს საბაზო დაფინანსებას 40 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს ყოველწლიურად 320 000 ლარს, ხოლო საპრიზო ფონდი 1 180 000 ლარის ოდენობით გადანაწილდება №3 ცხრილის მიხედვით.
ცხრილი №3
საპრიზო ფონდის განაწილება ჩემპიონატის შედეგების მიხედვით (ლარობით)
| უმაღლესი ლიგა
| I ადგილი | 350 000 |
| II ადგილი | 250 000 | |
| III ადგილი | 190 000 | |
| IV ადგილი | 130 000 | |
| V ადგილი | 100 000 | |
| VI ადგილი | 75 000 | |
| VII ადგილი | 45 000 | |
| VIII ადგილი | 20 000 | |
| პირველი ლიგის I ადგილი | 20 000 | |
|
|
| |
| სულ: | 1 180 000 |
3. რაგბის კავშირი ნებაყოფლობითობის საფუძველზე უზრუნველყოფს I ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსებას.
ცხრილი №4
საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების სავარაუდო ნუსხა ქ. თბილისში:
| – ნუცუბიძის IV მ/რ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია; – მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლება, შავი ზღვის ქ. №37 (უშიშროების ყოფილი ავტოფარეხი); – თბილისის ზღვის მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია (გლდანი-ნაძალადევის რაიონი); – ვაზისუბნის დასახლება, მშენებარე მეტროს ტერიტორია; – ნუცუბიძის ქ. №77, ე.წ. „ჯიქების“ სტადიონი; – ვარკეთილის მეურნეობის მოედანი; – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია; – დიდი დიღომი, ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია; – სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი. |
ცხრილი №1
საქართველოს რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (2008-2011 წწ.)
|
| დასახელება | თანხა (ლარობით) წლების მიხედვით | სულ | |||
| 2008 | 2009 | 2010 | 2011 | |||
| 1 | საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ქალთა და ბავშვთა რაგბი, საქართველოს ჩემპიონატები, სარაგბო აკადემია, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება და სხვ.) | 2190000 | 2835379 | 3037710 | 3565600 | 11628689 |
| 2 | ეროვნული ნაკრების წევრების პრემირება | 200000 |
|
|
| 200000 |
|
|
|
|
|
|
| 11828689 |
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №264, სსმIII, №187, 31.12.2008წ., მუხ.1965