„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
835
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-13
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.009.378
„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.378

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №835

2006 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის №205 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თელავის №10 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თელავის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის №3 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად – მესტიის №3 საჯარო სკოლად და მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის ბრძანება №506-სსმIII, №103, 19.07.2007წ., მუხ.1124

5. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ზუგდიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

6. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად – სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლად და დუშეთის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის ბრძანება №506-სსმIII, №103, 19.07.2007წ., მუხ.1124

 

7. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის ბრძანება №506-სსმIII, №103, 19.07.2007წ., მუხ.1124

 

კრებსითი — სრული ვერსია