“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანეობის სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1191
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-04
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.375
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანეობის სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.375

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1191

2006 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებას (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) დაემატოს 62 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,62. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ღია/დახურული, დალუქული/დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის, რომლის სათანადო აღრიცხვა და საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, საბაჟო გაფორმების უახლოეს ადგილამდე ტრანსპორტირება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის უშუალო თანხლებით და ზედამხედველობის ქვეშ.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია