საქართველოს რესპუბლიკაში ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის მდგომარეობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
333
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი
1994-10-24
გამოქვეყნების თარიღი
1994-10-31
სარეგისტრაციო კოდი
300380000.08.002.000039
საქართველოს რესპუბლიკაში ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №333

1994 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკაში ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის მდგომარეობის შესახებ

მიუხედავად მკაცრი მოთხოვნისა - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (გ. ლანჩავა) ვერ უზრუნველყო კახეთის რეგიონში ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში მასობრივი ხასიათი მიიღო. ნავთობის უკანონო რეწვისა და დატაცების ფაქტებმა.

1. საქართველოს რესპუბლიკაში ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების შეუსრულებლობისათვის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ლანჩავა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შ. კვირაია), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს (ი. გიორგაძე), მაშველთა კორპუსსა (გ. გელაშვილი) და გვარდიის მთვარ სამმართველოს (ჯ. ჭუმბურიძე) ორი დღის ვადაში აღკვეთონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი ფორმირებების მიერ ნავთობის მოპოვებისა და გამოხდის ფაქტები და შედეგები მომახსენონ.

3. გაფრთხილდეს საქართველოს რესპუბლიკის ნავთობპროდუქტების დეპარტამენტის თამჯდომარე რ. თევზაძე, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში არ შეიქმნება ნავთობპროდუქტების რეწვის რაიონებში ნორმალური მუშაობის რეჟიმი, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან

4. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ჭაბურღილებისა და  ნავთობსადენების დაცვის ორგანიზაცია პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების სარდალს გ. თორაძეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შ. კვირაიამ ყოველი კვირეულად მომახსენოს ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის მდგომარეობა.

5. მკაცრად გაფრთხილდნენ კახეთის მხარის შესაბამისი რაიონების გამგებლები და შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილებების უფროსები, თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ იქნება დამყარებული სათანადო წესრიგი ნავთობის ჭაბურღილებისა და ნავთობსადენების დაცვის საქმეში, დაისმება მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი.

6. ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ზ. კერვალიშვილს.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                              ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია