სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №36/2006
2006 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
2006 წლის 31 აგვისტოს �საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №21/2006 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2006 წლის 31 აგვისტოს �საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №21/2006 დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
�მუხლი 11. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ�ლო�ბითი ორგანოს � საკრებულოს არჩევნებისას, წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის გვერდის ავლით მოზიდული წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) გამოყენებული სახსრების ხარჯვაზე საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს.�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გა�მო�ქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე���� გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი������� ������� გ. მჭედლიძე