1992 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწერილ დსთ ქვეყნების შეთანხმებასთან „უფლებათა ურთიერთცნობისა და საკუთრებითი ურთიერთობების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
179
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი
1994-05-29
გამოქვეყნების თარიღი
1995-05-31
სარეგისტრაციო კოდი
480500030.08.002.000017
1992 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწერილ დსთ ქვეყნების შეთანხმებასთან „უფლებათა ურთიერთცნობისა და საკუთრებითი ურთიერთობების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

 

ბრძანებულება №179

 

1994 წლის 29 მაისი

 

ქ თბილისი

 

1992 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწერილ დსთ ქვეყნების შეთანხმებასთან „უფლებათა ურთიერთცნობისა  და საკუთრებითი ურთიერთობების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე

1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს 1992 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწერილ დსთ ქვეყნების შეთანხმებას „უფლებათა ურთიერთცნობისა და საკუთრებრივი ურთიერთობების რეგულირების შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე დსთ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

3. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა (ა. ჩიკვაიძე) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ა. სილაგაძე) აღნიშნული შეთანხმების დებულებებისა და პრინციპების შესაბამისად აწარმოონ მოლაპარაკება დსთ ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კონკრეტული ობიექტების საკუთრებისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს სახელმწიფო მეთაური   ე.შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია