„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის №4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
724
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-21
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.22.027.009.238
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის №4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.009.238

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №724

2006 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის №4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №374 ერთობლივი ბრძანების ,,საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ” მეორე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილეში, ზუგდიდის №4 საპყრობილეში და გეგუთის №8 დაწესებულებაში, კვების ულუფისათვის განკუთვნილი თანხის ნორმა თითოეულ პირზე განისაზღვროს 35 ლარის ოდენობით.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (მ. გელოვანი)

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია