ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
598
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1995-09-27
გამოქვეყნების თარიღი
1995-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000010.02(0).000.000032
ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №598

1995 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ნ. ბოხუას სახელის უკვდავყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

გამოჩენილი ქართველი მედიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანგიოლოგის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქირურგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის, ვახტანგ გორგასლის ორდერის კავალერის ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ბოხუას სახელის უკვდავყოფის მიზნით:

1. ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს:

–  ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ნოდარ ბოხუას სახელის მიკუთვნება;

–  ნოდარ ბოხუას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა;

–  ნოდარ ბოხუას საცხოვრებელი სახლის მემორიალური დაფით შემკობა.

2. დაწესდეს ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ნოდარ ბოხუას სახელობის სტიპენდია.

3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:

–  უზრუნველყოს აკადემიკოს ნოდარ ბოხუას მეუღლის შრომითი მოწყობა;

–  გამოუყოს ნოდარ ბოხუას ოჯახს მსუბუქი ავტომანქანა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის მოადგილე                      ზ. კერვალიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია