საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
527
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1994-08-05
გამოქვეყნების თარიღი
1994-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000430.02(0).000.000759
საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ
 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №527

1994 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვაოსნო დეპარტამენტის წინადადება საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით მიღებულ შემდეგ საერთაშორისო კონვენციებთან:

ა) 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია ზღვაოსნობის პირობების შემსუბუქებისათვის - FAL – 65 (IMO) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია.

ბ) გაეროს კონვენცია საზღვაო გემების რეგისტრაციის პირობების შესახებ - TD (RS) CONF L – 19.

გ) 1978 წლის MARPOL - 73/78 კონვენციის ოქმი (პროტოკოლი). დანართი 1, 2, 3, 4, 5 ამავე კონვენციისათვის.

- Protocol of 1988 Relating to SOLAS 1974. Supplement 2, 3, 4, 5 of the Conference.

დ) საერთაშორისო კონცენცია, რომელიც ეხება ღოა ზღვაში ავარიის შემთხვევაში ჩარევას, რომელიც არის ზღვის გარემოს დაჭუჭყიანების მიზეზი, 1969 წ.

- International Convention Relating ro Internvention on the High Seas in Cases of Oil Pullution casualties o (Intervention), 1969.

ე) ოქმი (პროტოკოლი), რომელიც ითვალისწინებს ჩარევას ღია ზღვაში ავარისას, როდესაც ზღვის დაჭუჭყიანების მიზეზებს ნავთობი არ წარმოადგენს 1973 წ.

- The Protocol relating to Intervention on the High in Casses of Pollution bu substances other than Oil, 1973.

ვ) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენცია №108 1958 წ. მეზღვაურის ეროვნული პირადობის მოწმობების შესახებ.

ზ) 1976 წლის ოქმი (პროტოკოლი) საერთაშორისო კონვენციისთვის, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობასნავთობით დაჭუჭყიანებით მიყენებული ზარალის გამო, 1969 წ.

- The 1976 Protocol to Revise the Unit of Account Provisions F CLC 1969.

თ) ათენის 1974 წ. კონვენცია მგზავრობის გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვაზე და მასთან 1976 წლის ოქმი (პროტოკოლი)

- Athens Convention relating to the Carriage of Passengers and their Luggage bu Sea (PAL), 1974.

ი) 1979 წლის საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე საძიებო და სამაშველო სამუშაოზე.

- International Conference on Maritime Search and Rescue, 1979.

კ) ზღვაზე გადარჩენის 1989 წლის საერთაშორისო კონვენცია.

- International Conference on Salvage, 1989.

ლ) საერთაშორისო კონვენცია კონტეინერების უსაფრთხოებაზე, 1972.

- International Convention for Safe Containers (CSC), 1972.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების დოკუმენტის გადაგზავნა სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებში.

3. ეთხოვოს საზღვაო რეგისტრს (ქ. სანკ-პეტერბურგი) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით სახომალდო დოკუმენტის გაცემა და დამოწმება განახორციელოს შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                 ო. ფაცაცია

 


კრებსითი — სრული ვერსია