“თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
787
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.211
“თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.211

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №787

2006 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,თბილისის მსუბუქი მრეწველობის  კოლეჯის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,თბილისის მსუბუქი მრეწველობის  კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №151, მუხ. 1371) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

ა) ცვლილება შევიდეს  წესდების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მის საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.“;

ბ) ამოღებულ იქნეს წესდებიდან მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;

გ) ამოღებულ იქნეს წესდებიდან მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია