„ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 23 დეკემბრის №354 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
774
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.198
„ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 23 დეკემბრის №354 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.198

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №774

2006 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2004 წლის 23 დეკემბრის №354 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განანმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 23 დეკემბრის №354 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №155, მუხ. 1427) დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

,,1. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი არის ,,განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიული განათლების პროგრამას“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია