“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნისა და ღვინის წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-171
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-07
სარეგისტრაციო კოდი
340.050.000.22.032.009.192
“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნისა და ღვინის წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.009.192

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-171

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში“ დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში“ (სსმ III, 2003 წ., №19, მუხლი 180) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. საბრენდე ღვინის დამზადებისას დასაშვებია ვაზის ჰიბრიდული ჯიშების გამოყენება.“.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია