საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
238
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-16
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.009.183
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.183

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №238

2006 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 18 აპრილის ბრძანება №98 - სსმ III, №56, 23.04.2007წ., მუხ.616

3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 1 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.220

4. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №160/01-სსმIII,№165,17.12.2010წ.,მუხ.2373

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოკლევადიანი დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატების (შემდგომში – სადეპოზიტო სერტიფიკატები) გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის წესს.

2. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის შესასრულებლად და 73-ე მუხლის შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკი უშვებს სადეპოზიტო სერტიფიკატებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.

4. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით, სისტემა-ანგარიშზე ჩანაწერის სახით.

5. ერთი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.

6. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით.

7. საქართველოს ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატებს ყიდის მხოლოდ რეზიდენტ სათავო კომერციულ ბანკებზე და არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალებზე (შემდგომში – კომერციული ბანკი).

8. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიის მაქსიმალურ მოცულობას, ვადიანობას და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიას უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის ერთი მონაწილის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს ამ დებულებაში აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადეპოზიტო სერტიფიკატი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური ფასიანი ქაღალდი;

ბ) სადეპოზიტო სერტიფიკატი არამატერიალიზებული ფორმით – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს სისტემა-ანგარიშზე ჩანაწერების სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში;

გ) სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი ბაზარი – ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი შეთავაზება კომერციული ბანკებისათვის წინასწარ დადგენილ დროსა და დანიშნულ ადგილზე;

დ) (ამოღებულია);

ე) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

ვ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელიც ემიტენტმა (ეროვნულმა ბანკმა) უნდა გადაუხადოს ინვესტორს განაღდების თარიღის დადგომისთანავე;

ზ) საანგარიშსწორებო ფასი – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენისას;

თ) სისტემა-ანგარიში – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი რეესტრში ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდს;

ი) დისკონტის თანხა – სხვაობა სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებასა და მის საანგარიშსწორებო ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;

 კ) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც ეროვნული ბანკი არ გაყიდის სადეპოზიტო სერტიფიკატებს;

ლ) შეძენის დღე – აუქციონის ჩატარების დღე, როდესაც მოხდა ფასიანი ქაღალდის შეძენა;

მ) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – სადეპოზიტო სერტიფიკატების შეძენის დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა;

ნ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით განაღდება;

ო) მრავალი ფასის მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული ფასით;

პ) საშუალო შეწონილი ფასი – აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასი;

ჟ) გამოცხადებული ემისია – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი სადეპოზიტო სერტიფიკატების ოდენობა;

რ) ნომინალური მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მფლობელი;

ს) ემისიის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატების ყოველ გამოშვებას (ემისიას).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

    მუხლი 3. პირველადი ბაზრის ორგანიზება

1. პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.

2. აუქციონების ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.

3. აუქციონი ეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ადმინისტრციულ შენობაში, ეროვნული ბანკის შეტყობინების საფუძველზე.

4. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აუქციონის ჩატარების შესახებ აცნობებს ელექტრონული ფორმით არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე.

5. ეროვნულ ბანკს შეუძლია გააუქმოს დანიშნული აუქციონი არა უგვიანეს აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

6. აუქციონის მუშაობას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დანიშნული საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 18 აპრილის ბრძანება №98 - სსმ III, №56, 23.04.2007წ., მუხ.616

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 1 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.220

    მუხლი 4. განაცხადების წარდგენის წესი

1. კომიტეტი განაცხადების მიღებას იწყებს აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და წყვეტს აუქციონის დაწყების მომენტში.

2. განაცხადებს კომერციული ბანკები აუქციონში მონაწილეობის შესახებ ელექტრონული ფორმით წარადგენენ აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: კომერციული ბანკის კოდს, პირად ანგარიშს, შესასყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, საპროცენტო განაკვეთს და შესაბამის საანგარიშსწორებო ფასს.

4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს აუქციონის დაწყებამდე გამოგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.

5. სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვაზე ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში სადეპოზიტო სერტიფიკატების რაოდენობა არ უნდა იყოს 50 ცალზე ნაკლები.

6. აუქციონის მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყონ განაცხადში მითითებული საანგარიშსწორებო ფასის შესაბამისი თანხის არსებობა ეროვნულ ბანკში თავიანთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.

7. საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხის განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებობის შემთხვევაში, განაცხადი მიიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში. ამასთან, თუ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა ვერ უზრუნველყოფს მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას, აღნიშნული განაცხადი გაუქმდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

    მუხლი 5. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონზე დაშვებული განაცხადები დაჯგუფდება ფასიანი ქაღალდების შესაძენად განცხადებული საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით.

2. აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მათი საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება გასაყიდად გამოტანილი სადეპოზიტო სერტიფიკატების საერთო თანხას ან საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს.

3. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იმავე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი სადეპოზიტო სერტიფიკატების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმის შემდეგ, რიცხვის მე-100-მდე დამრგვალებით.

4. აუქციონის დასრულებისას კომერციული ბანკი თავის სამუშაო ადგილიდან იღებს დოკუმენტაციას (ამონაწერს) აუქციონში მათი მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2).

5. აუქციონის შედეგები გამოქვეყნდება მისი დამთავრების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 17.00 საათისა ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 1 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.220

    მუხლი 6. სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვაზე შემდგარი გარიგებების რეგისტრაცია

1. კომიტეტი აწარმოებს სადეპოზიტო სერტიფიკატების შემდგარ გარიგებათა რეგისტრაციას რეესტრში ანგარიშზე ჩანაწერის სახით.

2. აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება ცამეტი ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ფასიანი ქაღალდების ტიპს – CD – სადეპოზიტო სერტიფიკატები, შემდეგი ხუთი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ჩატარების წლის ბოლო ორ ციფრს და აუქციონის ნომერს, ბოლო ექვსი ციფრი აღნიშნავს დაფარვის თარიღს (დღეს, თვეს და წლის ბოლო ორ რიცხვს). რეესტრში ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიხედვით აისახება ბანკის კოდი, პირადი ანგარიში, შეძენილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, გასხვისებული/დაგირავებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

3. მფლობელს უფლება აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატები გაასხვისოს ან დააგირაოს მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკთან ან ეროვნულ ბანკთან.

4. სადეპოზიტო სერტიფიკატების გასხვისების ან დაგირავების (გარდა ეროვნულ ბანკთან დადებული გარიგებისა) შემთხვევაში, კომერციული ბანკი იმავდროულად წარუდგენს კომიტეტს შეტყობინებას (დანართი №3) რეესტრში ცვლილებების შესატანად (დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების დაფარვის დღეს რეესტრში ცვლილებების შეტანა) ახალი მფლობელისათვის დაფარვის ვადის დადგომისას ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 18 აპრილის ბრძანება №98 - სსმ III, №56, 23.04.2007წ., მუხ.616

    მუხლი 7. სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვასა და დაფარვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების წესი

 

1. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს აუქციონის ჩატარების დღეს.

2. ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

                                                                      ნომინალური ღირებულება

საანგარიშსწორებო ფასი =        ——————————————————————

 

            საპროცენტო განაკვეთი          დაფარვამდე დღეების რაოდენობა

1+ ( —————————— * ——————————————)

                         100                                             365

 

3. განთავსებული ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადის დადგომისას, შესაბამისი რეესტრით გათვალისწინებული ნომინალური მფლობელის ანგარიშზე ჩაირიცხება სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულება.

    მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებებისა და მოქმედებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სადეპოზიტო სერტიფიკატების ბაზარზე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მანიპულაცია, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს და შექმნის კონკურენციის შეზღუდვის საშიშროებას.

2. ბანკების მხრიდან აღნიშნული სახის დარღვევების გამოვლენისას, ეროვნული ბანკი სანქციებს გაატარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აუქციონის მონაწილეები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან აუქციონის დებულების მოთხოვნები.

4. კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს აუქციონის მონაწილეების მიერ ამ დებულების პირობების დაცვის მდგომარეობა.

დანართი №1

                                                                                           (ამოღებულია)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №303 - სსმ III, №149, 06.11.2006წ., მუხ.2072

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 1 თებერვლის ბრძანება №28 - სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.220

დანართი №2

ამონაწერი

დაკმაყოფილებული განაცხადები

 

N

ბანკის დასახელება

 

პირადი ანგარიში

დაფარვის ვადა

ფასიანი ქაღალდების

ერთი ფასიანი ქაღალდის საანგარიშსწორებო ფასი

(ლარებით, თეთრებით)

ნაყიდი ფასიანი ქაღალდების საანგარიშსწორებო ფასი

(ლარებით, თეთრებით )

რაოდენობა

ნომინალური ღირებულება

(ლარებით)

1

2

3

4

5

6

7

8

1

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დაუკმაყოფილებელი განაცხადები

 

4

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკრედიტო   კომიტეტი

 

 

დანართი №3

შეტყობინება №

სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების ან დაგირავების თაობაზე

„––––“––––––––––––––––– 200 წ.

 

გამსხვისებლის (დამგირავებლის) დასახელება:––––––––––––––––––––––––––––

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი:––––––––––––––––––––––––––––––––

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ 200- წლის „––––“–––––––– № –––––აუქციონზე ნაყიდი სადეპოზიტო სერტიფიკატი გასხვისებულია (დაგირავებულია)

რაოდენობა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

                                                                                (ციფრებით და სიტყვებით)

* *პირველად ბაზარზე შეძენილი სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი და საანგარიშსწორებო ფასი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                (ციფრებით და სიტყვებით)

გასხვისებისას (დაგირავებისას) სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი და საანგარიშსწორებო ფასი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                              (ციფრებით და სიტყვებით)

 

* * *დაკმაყოფილების ვადა––––200–––წლის „–––“ –––––––––––––

 

ახალი მფლობელის (მოგირავნის) დასახელება:––––––––––––––––––––––––

 ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ აცნობოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს დაფარვის ვადის დადგომისას ახალი მფლობელისათვის (მოგირავნისათვის) სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით.

გამსხვისებლის (დამგირავებლის) ხელმოწერა:                   ბ. ა.

 

ახალი მფლობელის (მოგირავნის) ხელმოწერა:                    ბ. ა.

ბანკში შეტყობინების შემოსვლის თარიღი:

 ხელმოწერები: 1.

                     2.                                                                                                             ბ. ა.

 

მ ხ ო ლ ო დ      ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს       ე რ ო ვ ნ უ ლ ი     ბ ა ნ კ ი ს ა თ ვ ი ს:

შეტყობინება გასხვისების/დაგირავების თაობაზე შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200 წლის „–––“––––– და შეტანილია ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში. სადეპოზიტო სერტიფიკატების ვადის დადგომისას ანგაშირსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით.

                                                               ხელმოწერები:  1.

                                                                                                    2.

                                                                                                                                     ბ. ა.

აღნიშნული შეტყობინება დგება 3 ცალად, ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ხოლო თითო-თითო სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების/გირავნობის მონაწილეებთან.

* * პირველად ბაზარზე სადეპოზიტო სერტიფიკატების განსხვავებული ფასით შესყიდვის შემთხვევაში მიეთითება ცალ-ცალკე.

* * *” ივსება ფასიანი ქაღალდების დაგირავებისას”.

კრებსითი — სრული ვერსია