“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
234
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-06
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.18.011.009.777
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.18.011.009.177

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №234

2006 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზიებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 59-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 2006 წ., №8, მუხ. 70) ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სადგომი სულ ცოტა 6 (ექვსი) კვადრატული მეტრი ფართობის ოდენობით, იგი იზოლირებული უნდა იყოს სხვა ობიექტებისაგან და უნდა ჰქონდეს მათგან დამოუკიდებელი არანაკლებ III კლასის სიმტკიცის თვითდაკეტვადი ორკასეტიანი შესასვლელი კარი; ვალუტის ყიდვა-გაყიდვით დასაქმებული პირის სამუშაო ადგილი კლიენტებისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ტყვიაგაუმტარი სარკმლით, რომელსაც დატანებული უნდა ჰქონდეს ფულის გადასაცემი ხონჩა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განმახორციელებელი მუშაკის სამუშაო ადგილზე დაყენებული უნდა იყოს განგაში სიგნალიზაციის ღილაკი (პედალი) ხმოვანი განგაშის ადგილობრივი მექანიზმებით;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                     დ. ამაღლობელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია