სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.179
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №22/2006
2006 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს, საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალსა და განცხადებებს (საჩივრებს) სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისაგან განცალკევებით გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე