„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1024
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-09-30
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.009.150
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1024

2006 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ :

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 937 - ვებგვერდი, 28 .11.2014წ.

1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №416 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნის­­ტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენ­ტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 937 - ვებგვერდი, 28 .11.2014წ.

2. ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის ბრძანება № 742 - ვებგვერდი, 30.09.2015წ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს

დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემ­დგომში – სამინისტრო) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (შემდგომში – ბიუ­რო) არის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოე­ბისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამ­შრომლობის ცენტრი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია – ინტერპოლთან (შემდგომ­ში – ინტერპოლი), უცხო ქვეყნების ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან (შემდგომში – ეცბ) და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან. ბიურო ჩამოყა­ლიბებულია საქართველოს ინტერპოლში გაწევ­რია­ნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსი­ლებისა და ინტერპოლის კონსტიტუციის (წესდების) მე-4 და 32-ე მუხლების საფუძველზე. ბიურო არის ინტერპოლის მუდმივმოქმედი ორგანო საქართველოში და წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს სტატუსით.

    მუხლი 2.

ბიუროს გააჩნია საკუთარი ბეჭედი ინტერპოლის ლოგოს გამოსახულებით და თავის საქმიანობაში იყენებს ინტერპოლის სიმბოლიკას.

    მუხლი 3.

1. საქმის წარმოება ბიუროში მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ინტერპოლთან და უცხო ქვეყნე­ბის ეცბ-ებთან ინტერპოლის კონსტიტუციის შესაბა­მისად – ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე.

2. საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ებთან თანამშრომლობისას შესაძლებელია გამოყენებუ­ლი იქნეს ასევე სხვა ენებიც.

    მუხლი 4.

ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

    მუხლი 5.

ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართვე­ლოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ინტერპოლის კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

თავი II. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანები

    მუხლი 6.

ბიუროს საქმიანობის ძირითად ამოცანებს წარმოად­გენს:

ა) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან (შემდგომში – გენერალური სამდივნო), ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან;

ბ) გაუწიოს დახმარება და კოორდინაცია საქართვე­ლოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლაში;

გ) საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) დანაშაულის გახსნა-გამოვლენის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა უცხო ქვეყნის პოლიციის ორგანოებ­თან;

ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს დამნაშავეობასთან საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლის ეფექტურობას.

თავი III. ბიუროს კომპეტენცია

    მუხლი 7.

ბიუროს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ოფიციალური და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, რისთვისაც ახორციელებს კავშირს ინტერპოლ­თან, უცხო ქვეყნების ეცბ-ებთან და სხვა შესაბამის ორგა­ნოებთან, საქართველოს სამართალდამცავ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან;

ბ) დანაშაულის თავიდან აცილებისა და გახსნის მიზნით გენერალურ სამდივნოში და მისი წევრი ქვეყნე­ბის ეცბ-ებში აგზავნის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და შეტყობინებებს დამნაშა­ვეების და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, პირების, საგ­ნების, ნივთების და დოკუმენტების ძებნის, ასევე სხვა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ;

გ) გენერალური სამდივნოდან და სხვა სახელ­მწიფოე­ბის ინტერპოლის ეცბ-ებიდან ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებებისა და ინფორმაციების მიღებისა და დამუშავების უზრუნველ­ყოფა, ქვემდებარეობის მიხედვით მათი სამართალდამ­ცავი ორგანოების შესასრულებლად გადაცემა, საჭიროე­ბის შემთხვევაში კომპეტენტური უწყების მიერ წარდგე­ნილი მოთხოვნების რეალიზაციისათვის კოორდინაციის გაწევა, დავალების დროულად და ხარისხიანად შესრუ­ლების კონტროლის განხორციელება;

დ) სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის  მონაცემთა ბაზებში ასახვის მიზნით (ფიზიკურ პირებზე, საგნებზე, ფაქტებზე, დოკუმენტებზე და სხვ.) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მონაცემების მიწოდება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;

ვ) (ამოღებულია - 28.11.2014, N937) ;

ზ) კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგა­ნი­ზაციის კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან ბიუ­როს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოთხოვა (მათ შორის სტატისტიკური);

თ) (ამოღებულია - 28.11.2014, N937) ;

ი) ინტერპოლთან, მისი წევრი ქვეყნების ეცბ-ებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუციის), სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე;

ლ)  გენერალურ სამდივნოსთან, ეცბ-ებთან, ასევე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის დროს ბიურო იყენებს სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის, საფოსტო და სპეციალური კავშირის საშუალებებს;

ნ) საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ეცბ-ში თავისი წარმომადგენლის მივლინება შესაბამის ეროვნულ პოლიციათა სამსახურებთან ოპერატიული ურთიერთქმედების ორგანიზაციისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 937 - ვებგვერდი, 28 .11.2014წ.

თავი IV. ბიუროს ხელმძღვანელობა

    მუხლი 8.

1. ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობასა და კოორდინაციას უწევს (მოადგილის მეშვეობით) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნე­ბული საკითხების შესრულებას;

გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

დ) (ამოღებულია - 28.11.2014, N937) ;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ) (ამოღებულია - 28.11.2014, N937);

ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, N937);

თ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ბიუროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;

ი) პირადი ინიციატივით ან ბიუროს უფროსის მოად­გილის წინადადებების და/ან წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერია­ლური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებ­ლად;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა  დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;

ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;

მ) შუამდგომლობს მინისტრთან ბიუროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ნ) პირადად ან რომელიმე მოსამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიებსა და ინტერპოლის ეგიდით მოწვეულ სხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს წარდგენას;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 937 - ვებგვერდი, 28 .11.2014წ.

    მუხლი 9. ბიუროს უფროსის მოადგილე

1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ბიუროს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვა­ლეობას ასრულებს მისი მოადგილე.

3. ბიუროს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია ბიუროს შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყო­ფების საქმიანობაზე, ბიუროსათვის კვალიფიციური კადრების შერჩევაზე.

თავი VI. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები და მათი კომპეტენცია

    მუხლი 10. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფები

1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო ძებნის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომ­ლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საერთო განყოფილება.

2. საერთაშორისო ძებნის სამმართველო და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმარ­თველო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

3. (ამოღებულია - 28.11.2014, N937).

შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №937 - ვებგვერდი, 28.11.2014წ.

    მუხლი 11. საერთაშორისო ძებნის სამმართველოს კომპეტენცია

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით, საერთაშორისო ძებნის სამმარ­თველო ახორციელებს:

ა) პიროვნებათა ძებნას მათი დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით;

ბ) პიროვნებათა ძებნას მათი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით;

გ) საერთაშორისო ძებნაში მყოფ პირებზე ძებნის გაუქმებას;

დ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას;

ე) საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების გზით პირთა იდენტიფიცირებას;

ვ) ამოუცნობი გვამების იდენტიფიცირებას შესაბა­მისი უწყებების დახმარებით;

ზ) საქმის გარემოებიდან გამომდინარე შესაბამისი ფერის სპეციალური ნიშნის – ცირკულარის გამოცემის თაობაზე გენერალურ სამდივნოსათვის შუამდგომლობით მიმართვას;

თ) უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოები­სათვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირების, ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კულ­ტურუ­ლი ფასეულობების შესახებ და დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციის მოპოვებას;

ი) საერთაშორისო ძებნილთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;

კ) დაკარგული კულტურული ფასეულობების ძებნას;

ლ) დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღის ძებნას;

მ) ყალბ ვალუტასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნუ­ლი დანაშაულების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას;

ნ) ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას და აღნიშნული დანაშაუ­ლების გამოვლენის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას;

ო) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შესახებ ინფორმაციის შემოწმებას;

პ) საქართველოს სამართალდამცავი და სხვა უფლე­ბამოსილი ორგანოების, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუა­ლებაზე ძებნის გამოცხადებასა და გაუქმებას;

ჟ) გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოთა შორის ავტომანქანის დაბრუნების მექანიზმების შესახებ ინფორმაციულ უზრუნველყოფას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და ინფორმაციულ უზრუნველყოფას უწევს ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფულის გათეთრებასთან, ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლას;

ს) ბიუროს საქმიანობის მიმართულებიდან გამომ­დინა­რე სხვა კანონიერ მოქმედებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №937 - ვებგვერდი, 28.11.2014წ.

    მუხლი 12. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლ­ობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო-ტექ­ნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) ბიუროს კავშირგაბმულობის საშუალებათა ტექ­ნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის და სპეციალური კავშირის საშუალებით ინფორმაციის გაცვლას;

გ) I-24/7 სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას;

დ) ბიუროს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრი­რებას;

ე) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული ნაწილის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;

ვ) ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით წერილების მიღებას და გაგზავნას;

ზ) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული მონაცემთა ბაზების განახლების უზრუნველსაყოფად;

თ) ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრის (NSO) ფუნქციების განხორციელებას;

ი) ევროპის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგა­ნიზაციებთან თანამშრომლობის განვითარებას;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებისა და ერთობლივი სემინარების მოწყობას;

ლ) საერთაშორისო შეხვედრებისათვის მოხსენებების მომზადებას;

მ) უცხო ქვეყნის ეცბ-ებიდან მიღებული და საქართველოს ეცბ-დან გასაგზავნი წერილებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამის ენაზე თარგმნას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება № 937 - ვებგვერდი, 28 .11.2014წ.

    მუხლი 13. საერთო განყოფილების კომპეტენცია

1. საერთო განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუროში შემოსული დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას და ადრესატისათვის მიწოდე­ბას;

ბ) ბიუროში მომზადებული დოკუმენტების შესაბამის ჟურნალებში აღრიცხვას, რეესტრში გატარებას, პაკეტების სათანადოდ გაფორმებას და მათი გაგზავნის უზრუნველყოფას;

გ) სარეგისტრაციო ჟურნალების დადგენილი წესით წარმოებას;

დ) ბიუროში ყოველწლიური ნომენკლატურის ფორმირებას;

ე) ბიუროში არსებული საიდუმლო დოკუმენტაციის ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ვ) ბიუროს პირადი შემადგენლობისათვის საქარ­თველოს შსს-ში და ბიუროში მომზადებული ინდივი­დუალური და ნორმატიული ხასიათის აქტების გაც­ნობას;

ზ) განყოფილების ინფორმაციულ-ტექნიკურ ბაზაში მონაცემების შეტანას;

თ) ბიუროში წლის განმავლობაში არსებული ნომენკლატურული საქმეების წარმოებას და წარმოებით დამთავრებული საქმეების დახურვას, გაფორმებას, აკინძვას და დალუქვას;

ი) ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოებით დამთავრებულ საქმეთა ბიუროს არქივში მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

კ) ბიუროს არქივში არსებული ვადაგასული საქმეების ჩამოწერას და მათ გასანადგურებლად მომზადებას.

    მუხლი 14. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

კრებსითი — სრული ვერსია