“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-25
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.009.143
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.143

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №30

2006 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სს „რუსთავცემენტისა“ და შპს „ენერგიას“ სატარიფო განაცხადებიდან გამომდინარე, „ელექტრო­ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) პირველ მუხლის მე-12 პუნქტში შეიცვალოს სს „რუსთავ­ცემენტის” (ბჟუჟაჰესი) ტარიფი, ამავე მუხლს დაემატოს 44-ე პუნქტი – შპს „ენერგია” (ფარავანი ჰესი) და ეს პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„12. სს „რუსთავცემენტი“ (ბჟუჟაჰესი)  ––––––––––––––– 4,0 თეთრი/კვტსთ“ 

„44. შპს „ენერგია“ (ფარავანი ჰესი)       ––––––––––––––– 6,7 თეთრი/კვტსთ“

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

თავმჯდომარე           გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია