“საქართველოს თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
242
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-22
სარეგისტრაციო კოდი
120.320.000.22.026.009.101
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.320.000.22.026.009.101

საქართველოს  თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №242

2006 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო  მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა  და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”  საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №22, მუხ.270) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეცდანიშნულების ბრიგადის სპეცდანიშნულების ბატალიონის, სპეციალური დანიშნულების რაზმის (თბილისი) და სპეცდანიშნულების სკოლის სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე და ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც დაუმტკიცდა მე-2 კატეგორია, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცეთ დანამატი 100 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I, II, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადების „ბრიგადის სერჟანტს” (S-7) 2006 წლის 1 ივნისიდან მიეცეთ დანამატი 230 ლარის ოდენობით. ”.

2. თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტმა (გ. ბერძენიშვილი) უზრუნველყოს ბრძანების მოთხოვნათა შესრულება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ქეთევან ნაცვლიშვილს.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და პირადი შემადგენლობა.

5. ბრძანება ძალაშია 2006 წლის 1 იანვრიდან.

ი. ოქრუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია