სახელმწიფო საწარმო - ფირმა „საქწყალმშენის“ შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1992-02-24
გამოქვეყნების თარიღი
1992-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000110.02(0).000.000276
სახელმწიფო საწარმო - ფირმა „საქწყალმშენის“ შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მი6ისტრთა კაბინეტის

დადგენილება №213

1992 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საწარმო - ფირმა „საქწყალმშენის“ შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკაში სამელიორაციო და წყალსამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის შემდგომი განვითარებისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი მძლავრი საწარმოო ბაზებით, ტექნიკითა და მაღალი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებული ორგანიზაციის ფუნქციონირება, რომელიც მოწოდებული იქნება შეასრულოს. როგორც სამელიორაციო და წყალსამეურნეო, ასევე სოციალური ინფრასტრუქტურისა და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესპუბლიკურ საწარმოო გაერთიანება „საქწყალმეურნეობას“ გამოეყოს ყოფილი სპეციალიზებული სამშენებლო გაერთიანება „საქწყალმშენის“ ორგანიზაციები და საწარმოები და მათ ბაზაზე შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო საწარმო - ფირმა „საქწყალმშენი“.

2. ფირმა „საქწყალმშენმა“ ერთი თვის ვადაში წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად დამოუკიდებელი სახელმწიფო საწარმოს - ფირმა „საქწყალმშენის“ წესდება და სტრუქტურა.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე


 

 

კრებსითი — სრული ვერსია