კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
132
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1992-02-07
გამოქვეყნების თარიღი
1992-02-28
სარეგისტრაციო კოდი
000000010.02(0).000.000258
კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №132

1992 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაწესდეს კასპის რაიონში რესპუბლიკური მმართველობა და შეიქმნას ადგილობრივი მმართველობის დროებითი ორგანო  –  კასპის რაიონის გამგეობა.

2. დამტკიცდეს კასპის რაიონის გამგეობის შემადგენლობა: ტარიელ შარიფაშვილი  –  გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგიბედაშვილი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, თამაზ შეშაბერიძე, ჯემალ მერებაშვილი, თამაზ ნიპარიშვილი, ნოდარ გურასპაშვილი  –  გამგეობის წევრები.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად გაუქმებულად ჩაითვალოს კასპის რაიონში  –  საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებითი რწმუნებულის თანამდებობა.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                            თ. სიგუა

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                          გ. ბერიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია