სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
დოკუმენტის ნომერი
423
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2006-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2020-06-25
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.40.036.009.071
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსის ბრძანება №423

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის IV1  თავის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება .

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება № 17 574 - ვებგვერდი, 31.07.2014წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერ­თა შემადგენლობის ატესტაციის შესახებ“ სა­ხელ­მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2002 წლის 23 აპრილის №8 ბრძანება (სსმ III, №43, 8.05.2002 წ., დოკ. №406; სარეგ. №010.340.000.12. 222.005.256).

3. ბრძანება გაეცნოს სამსახურის უფროსის მოადგი­ლეებ­სა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს.

4. (ამოღებულია - 24.02.2011, №195).

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011  წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი    ო. ქველიძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საა­ტესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დე­­­ბუ­ლება) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბა­მისად, განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსა­ხურში (შემდგომში – სამსახური) ატესტაციის ჩატა­რების პირობებს და საატესტაციო კომისიის საქმია­ნობის წესს, კვალიფიციური კადრების შერჩევისა და თანამდებობათა სწორი განაწილების უზრუნველ­ყოფის მიზნით.

2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა მოსამსახურის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდე­ბობასთან და შემდგომი სამსახურებრივი პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნება სამსახურებრივად დასაწი­ნაურებელი საკადრო რეზერვი.

    მუხლი 2. ატესტაციას დაქვემდებარებული თანამშრომლები

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) კადრის მოსამსახურე (შემდომში – ოფიცერი) სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) ოფიცერი, რომელიც წარდგენილია თანამდე­ბობ­რივი დაწინაურებისთვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნული პირი ;

ბ)  ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება  განსაზღვრული  ვადით, გარდა 3 წელზე მეტი ვადით მიღებისა  ან/და  ამ მუხლის  პირველი  პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული  შემთხვევისა.

გ) მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქ­ტო-პროფესიულ სამსახურს;

დ) საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირები.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 25 ნოემბრის ბრძანება № 34677 - ვებგვერდი, 27.11.2014წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40279 - ვებგვერდი, 28.10.2016წ.

თავი II

საატესტაციო კომისია

    მუხლი 3. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და ფუნქციები

1. ოფიცერთა ატესტაცია ხორციელდება სამსახუ­რის საატესტაციო კომისიის მიერ, რომლის შემადგენ­ლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე და წევრები. კომისიის შემადგენ­ლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული ნიშნით შერჩეული სპეციალისტები.

2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. სამსახურის უფროსი:

ა) განსაზღვრავს საატესტაციო კომისიის წევრთა შემადგენლობას და რაოდენობას;

ბ) ნიშნავს კომისიის წევრებს;

გ) განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი);

დ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შემადგენ­ლო­ბაში სპეციალისტების მოწვევის შესახებ;

4. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ანაწილებს მოვალეობებს კომისიის წევრებს შო­რის;

ბ) უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებას დამ­ტკიცებული საატესტაციო ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული გრაფიკების მიხედვით;

გ)    უზრუნველყოფს საატესტატო კომისიის მიერ   საატესტაციო პროგრამის და საატესტაციო კითხვარის   შედგნას და სამსახურის უფროსთან დასამტკიცებლად წარდგენას ;

დ) საატესტაციო პროგრამისა და საატესტაციო კითხვარის შესადგენად, საჭიროების მიხედვით,  წარუდგენს  წინადადებებს სამსახურის უფროსს  სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის თაობაზე, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და სახელმძღვანელო მასალის გამოთხოვას  სამსახურის სტუქტურული დანაყოფებიდან;

ე) იღებს ზომებს კითხვარების და კითხვარებზე პასუხების კონფიდენციალურობის დასაცავად;

ვ ) უზრუნველყოფს   საიდუმლოების სარეჟიმო მოთხოვნების დაცვას ,  გამოთხოვილი მასალების   სამსახურის შესაბამისი დანაყოფებისთვის დაბრუნებას .

5. საატესატაციო კომისია უფლებამოსილია განიხილოს და განსაზღვროს   საატესტაციო პროგრამისა და მოსამსახურეთა პროფესიული   მომზადება - გადამზადების ან / და   სხვა საკვალიფიკაციო კურსების   პროგრამების არსებითი , თემატური თავსებადობა . ამგვარი თავსებადობის არსებობის შემთხვევაში , მოსამსახურე , რომელსაც აღნიშნული კურსი გავლილი აქვს დადებითი შეფასებით , ატესტაციას დაექვემდებარება მომდევნო წელს , მაგრამ არაუადრეს კურსის გავლიდან   6 ( ექვსი ) თვისა .  ამ მიზნით :

ა ) შესაბამისი კატეგორიის პირთა შესახებ საატესტაციო კომისიას ინფორმაციას აწვდის კადრების მთავარი სამმართველო ;

ბ ) საატესტაციო კომისია   დანაყოფებიდან გამოითხოვს შესაბამის პროგრამებს ან / და რეკომენდაციებს პროგრამების თავსებადობის შეფასების მიზნით .

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420  

     საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40279 - ვებგვერდი, 28.10.2016წ.

    მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კო­მი­სიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფ­ლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბარი განაწილე­ბის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ით­ვლება გადამწყვეტად.

4. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის  ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) შესაბამისი ქვედანაყოფების ჩართულობით.

5. საატესტაციო კომისიის საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ინიშნება სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობიდან.

6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე, მდივანი და დამსწრე წევრები.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავე­ბუ­ლი აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №15784 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.

თავი III

ატესტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 5. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვა­ლეო­ბას (ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედ­ვით) ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატეს­ტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.

    მუხლი 6. ატესტაციის მომზადება

1. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის  მთავარ სამმართველოში, ყოველი წლის ბოლოს დგება ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ნუსხა და საატესტაციო ღონისძიებათა გეგმა.

2. ატესტაციის ჩატარების ღონისძიებათა გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მასში გათვალის-წინებულია:

ა) ატესტაციის ჩატარების გრაფიკის შემუშავება;

ბ) გრაფიკებისა და ამ დებულების მოთხოვნათა გაცნობა კომისიის წევრებისა და ატესტაციას დაქვემდებარებულ ოფიცერთა ხელმძღვანელობისათვის;

გ) უშუალო ხელმძღვანელების მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრებისთვის საატესტაციო გეგმისა და დებულების მოთხოვნების გაცნობა;

დ) ატესტაციის მომზადებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებები.

3.  ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი   კვირისა .

31. (ამოღებულია - 26.10.2016; №40279).

4. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საატესტაციო ფურცელში (დანართი №1) უშუალო ხელმძღვანელის მიერ შეიტანება ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრის დახასიათება.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება № 17 574 - ვებგვერდი, 31.07.2014წ.  

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40279 - ვებგვერდი, 28.10.2016წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №15784 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.

    მუხლი 7. ატესტაციის ტექსტის შინაარსი

ატესტაციის ტექსტში უნდა აისახოს:

ა) თანამშრომლის მუშაობის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები და ნაკლოვანებები, ნაჩვე­ნები უნდა იყოს ოფიცრის პროფესიული და პირადი თვი­სებები, მათ შორის, განათლებისა და პრო­ფესიული ცოდნის დონე დაკავებული თანამდე­ბობის შესაბამი­სად;

ბ) ორგანიზატორული თვისებები, პასუხისმგებლო­ბის დონე, განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების, ორიენტირების, დოკუმენტის შედგენისა და ანალიზის უნარი; საბრძოლო და ფიზიკური მომზადება, დამოკი­დებულება ნეგატიური მოვლენებისადმი სამსახურში და საზოგადოებრივ ურთიერთობებში;

გ) სხვა დამახასიათებელი თვისებები: პირადი ინტე­რე­სები, მოთხოვნილებები, გატაცებები; დამოკი­დებულება მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ურ­თიერ­თობა თანამშრომლებთან და ქცევის კულტურა.

    მუხლი 8. ატესტაციის ფორმა

1. ოფიცერთა ატესტაცია ტარდება გასაუბრებით ან ტესტირებით, საატესტაციო პროგრამის ფარგლებ­ში, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი კითხვა­რების მიხედვით.

2. ატესტაციის ჩატარების ფორმას, სატესტო მეთოდიკას და თემატიკას განსაზღვრავს საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსთან შეთანხმებით .

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

    მუხლი 9. კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები

კომისიის დასკვნაში უნდა აისახოს რეკომენდაციე­ბი ოფიცრის ფაქტობრივი და შემდგომი თანამდე­ბობრივი მდგომარეობის შესახებ:

ა) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით ან მიუთითებლად);

გ) სხვა სამუშაოზე (თანამდებობაზე) გადაყვანის შესა­ხებ (ხელმძღვანელ, სხვა დასაცავ ობიექტზე, ოპერა­ტიულ, იურიდიულ, პედაგოგიურ, სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სხვა), სადაც მიეთითება გადაყვანის მოტივი;

დ)მაღალი თანამდებობიდან დაბალ თანამდებო­ბაზე გადაყვანის შესახებ. გადაყვანის საფუძველი და რა თანამდებობაზეა მიზანშეწონილი მისი გადაყვანა;

ე) სამსახურიდან დათხოვნის შესახებ (რომელი ნორმა­ტიული აქტის რომელი პუნქტის საფუძველზეა მიზანშეწონილი დათხოვნა და რა თანამდებობაზეა შესაძლებელი რეზერვში ყოფნისას მისი გამოყენება განსა­კუთრებული მდგომარეობის დროს).

    მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასწრება ატესტაციაზე

საატესტაციო კომისიის სხდომაზე ოფიცერთა ატესტაცია უნდა განხორციელდეს სამსახურის შესა-ბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანდასწრებით.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

თავი IV

ატესტაციის შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

    მუხლი 11. კომისიის სხდომის ოქმი

1. თითოეულ ოფიცერზე, რომელმაც გაიარა ატესტაცია, სატესტაციო კომისია ადგენს დასკვნას, რომლის ტექსტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში (დანართი №2). კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

2. სატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშ­ნება ატესტაციაზე გასული ოფიცრისათის მიცემული კითხვები.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

    მუხლი 12. ატესტაციის შედეგების გაცნობა

ატესტაციის შესახებ კომისიის დასკვნა იწერება ატესტაციის ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. ატესტაციის შედეგის შესახებ ოფიცერს ეცნობება დასკვნის შედგენიდან 2 დღის ვადაში, რომელიც ატესტაციის დასკვნის გაცნობის შესახებ ხელს აწერს საატესტაციო ფურცელს თარიღის ჩვენებით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მის პირად საქმეს, ხოლო საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი სამსახურში დადგენილი საქმისწარმოების წესების შესაბამისად ინახება სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარ სამმართველოში.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №15784 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.

    მუხლი 13 . ანგარიში ატესტაციის ჩატარების შესახებ

ატესტაციის ჩატარების შედეგებზე სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სამმართველო ადგენს ანგარიშს, რომელსაც საატესტაციო კომისია სამსახურის უფროსს წარუდგენს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 ივნისის ბრძანება №15784 - ვებგვერდი, 26.06.2020წ.

    მუხლი 14. ატესტაციის შედეგები

1. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის თანამდებობაზე დატოვების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების, თანამდებობრივი დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.

2. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით .

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

თავი V

დავები ატესტაციასთან დაკავშირებით

    მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია

1. ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით, ოფიცერთა საპრეტენზიო წინადადებების განხილვის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი) განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. ოფიცრებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საატესტაციო კომისიას.

5. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით (დანართი № 3), რომლის შედგენას უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიის მდივანი. საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.

7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 16. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება

1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი) თანამდებობრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, თანამდებობრივი დაქვეითების, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა, ოფიცერს უნდა ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციული აქტზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 23 მარტის ბრძანება №161 - სსმ III, №36, 25.03.2009წ., მუხ.420

დანართი № 1

 საიდუმლო

 (შევსების შემდეგ)

საატესტაციო ფურცელი

 20 ___ წლის „ ____ ” ______________________ დან 20 ____ წლის „ _____ ” ________________________ მდე

_____________________________________________________________________________________________

(სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა)

დაბადების წელი, თვე, რიცხვი _______________________________________________________________

საქართველოს სამხედრო ძალებში სამსახურის საერთო სტაჟი ___________________________________

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის სტაჟი __________________________________

დაკავებულ თანამდებობაზეა _______ დან, მანამდე ______________________________________ დან იყო

______________________________________________________________________________ თანამდებობაზე

პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება - _________________________________________ მიენიჭა

__________ წლის ______________________ № ______________ ბრძანებით,

                                             (თვე, რიცხვი)

ატესტაციის დღისთვის მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდების თარიღი _________________

                                                                                                                                                                                               (წელი, თვე, რიცხვი)

განათლება __________________________________________________________________________________

ა) სამოქალაქო ________________________________________________________________________________

                                                                                                            (როდის და რა დაამთავრა)

ბ) სამხედრო (სპეციალური კურსები) __________________________________________________________

                                                                                                                      (როდის, სად და რა დაამთავრა (გაიარა))

ბოლო ატესტაციის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

____________________________________________________________________________________________

ატესტაციის დაექვემდებარების საფუძველი: საატესტაციო პერიოდის, თანამდებობრივი დაწინაურების     ____________________________________________________________________

                                                                                              (საჭირო გაიხაზოს)

დაწინაურების შემთხვევაში რა თანამდებობაზეა წარდგენილი __________________________________

 _______________________________________________________________________________________________

I. ოფიცრის დახასიათება

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

(თანამდებობა, სახ. სპეციალური წოდება, ინიციალები, გვარი)

20 _____ წლის „ _________________________ ”

                                                      (თვე, რიცხვი)

                                                                                                     ____________________

                                                                                                                                                   (ხელმოწერა)

II. სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის დასკვნა

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

III. საატესტაციო კომისიის დასკვნა

კომისიის მდივანი _______________________________________________________________________

                                                                                     (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

20 _____ წლის „ _________________________ ”

                                                       (თვე, რიცხვი)

                                        ____________________

                                                          (ხელმოწერა)

დახასიათებასა და დასკვნას გავეცანი _________________________      _____________________

                                                                                              (სახელი, გვარი)                                            (ხელმოწერა)

(ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, მიუთითეთ მიზეზი)

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

20 _____ წლის „ _________________________ ”

                                                      (თვე, რიცხვი)

                                                                                                 ____________________

                                                                                                                                            (ხელმოწერა)

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 200 9 წლის 2 3 მარტი ს ბრძანება № 161 - სსმIII, № 36 ,  25 . 03 .200 9 წ., მუხ. 420

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

დანართი № 2

საატესტაციო კომისიის სხდომის

ოქმი №

_____________________________________________________________________________________________

( სამსახურის დასახელება )

_____________________________________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარე _____________________________________________________________________

                                                                                                ( სახ. სპეციალური წოდება , სახელი , მამის სახელი , გვარი )

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე _________________________________________________________

                                                                                                           (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

კომისიის წევრები ____________________________________________________________________________

              ____________________________________________________________________________

კომისიის მდივანი ___________________________________________________________________________

                                                                                    (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

ატესტაციას დაქვემდებარებული პირი:

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

                               (თანამდებობა, სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

_____________________________________________________________________________________________

(ოფიცრის უშუალო უფროსის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი, თანამდებობა, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას)

ატესტაციას დაქვემდებარებული ოფიცრისათვის მიცემული კითხვები:

                                                                            (ოქმის პირველი გვერდი)

საატესტაციო კომისიის დასკვნის ტექსტი:

  ხელმოწერები თარიღის მითითებით:

კომისიის თავმჯდომარე                          ________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე    ________________________________________________________

კომისიის წევრები :                                   _______________________________________________________

                                                                   _______________________________________________________

კომისიის მდივანი :           ______________________________________________________

                                                                                                         „____ ” _________________20____ წ .

აღნიშვნა კომისიის წევრის განსხვავებული აზრის შესახებ, რომელიც დაერთვის ოქმს:

ოქმს თან ერთვის კომისიის წევრის _______________________________________________________ - ის

                                          (სახ. სპეციალური წოდება,სახელი, მამის სახელი, გვარი)

                        განსხვავებული აზრი ____________________ ფურცლად

                                                                                             (სიტყვიერად)

ოქმს გავეცანი : _______________________________________________         _______________________

                                (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)                         (ოფიცრის ხელმოწერა)

                                                                                               „____ ” _________________20____ წ .

      (ოქმის მეორე გვერდი)

     საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

  დანართი  № 3

საპრეტენზიო კომისიის სხდომის

ოქმი №

საპრეტენზიო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე _____________________________________________________________________

                                                                                                ( სახ. სპეციალური წოდება , სახელი , მამის სახელი , გვარი )

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე _________________________________________________________

                                                                                                           (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

კომისიის წევრები ____________________________________________________________________________

                                                                                (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

                             ____________________________________________________________________________

                             ____________________________________________________________________________

                             ____________________________________________________________________________

კომისიის წევრი ( მდივანი )  __________________________________________________________________

                                                                                             (სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

20 _______ წლის ___________________ -ს განვიხილეთ

                                             ( რიცხვი და თვე)

__________________________________________________________________________________________ -ის

                                                              (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)

საპრეტენზიო განცხადება სამსახურის საატესტაციო კომისიის 20 ____ წლის ________________________

                                                                                                                                                                                     (რიცხვი და თვე)

დასკვნაზე შემოსული 20 ______ წლის _____________________________ -ს

                                                                                                          (რიცხვი და თვე)

საპრეტენზიო კომისის გადაწყვეტილება:

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

ხელმოწერები თარიღის მითითებით:

კომისიის თავმჯდომარე            ________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე    ________________________________________________________

კომისიის წევრები :                                 _______________________________________________________

                                                                 _______________________________________________________

                                                                 _______________________________________________________

კომისიის მდივანი :           ______________________________________________________

                                                                                               „____ ” _________________20____ წ .

ოქმს გავეცანი : ________________________________________________  _____ _____________________

                                (ოფიცრის სახ. სპეციალური წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)                (ოფიცრის ხელმოწერა)

                                           „____ ” _________________20____ წ .

____ წ.   

   საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 20 11 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 195 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია