“სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
683
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-09
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.009.067
“სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.009.067

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №683

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყო-ფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანების (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს  ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება /ქ. რუსთავი/“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

კრებსითი — სრული ვერსია