“ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
682
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.020.020.22.027.009.066
“ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №682

2006 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა განცალკევების მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).

5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №367 ბრძანება ,,№6 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

კრებსითი — სრული ვერსია