“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე" მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
935
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-09
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.034.009.030
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე" მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.009.030

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №935

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-16 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო ან სპეციალური წოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. მასტერ-სერჟანტი, ზემდეგი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

ი. მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია