“სს “ეი-ი-ეს თელასის" და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის “ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-07
სარეგისტრაციო კოდი
300.290.000.16.009.009.029
“სს “ეი-ი-ეს თელასის" და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის “ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.16.009.009.029

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

(სემეკ) დადგენილება №26

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ,,ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების“ დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს:

    მუხლი 1

,,სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ,,ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების“ დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის № 10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. თავაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია