საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება № 635 1991 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიას შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ ხელმძღვანელობის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას გახსნას თავისი წარმომადგენლობა ქალაქ თბილისში. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს გერმანიის ფირმა „უნიტეკის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე |