სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.008.968
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-133
2006 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების პრეისკურანტის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაწეული ფასიანი ვეტერინარული მომსახურების პრეისკურანტის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 11 დეკემბრის №2-424 ბრძანება.
2. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცე-ნარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (ლ. ორკოშნელი) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი