“საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
797
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-18
სარეგისტრაციო კოდი
200.220.050.22.033.008.901
“საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.008.901

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №797

2006 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., №133, მუხ. 1179) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 11 მუხლის პირველი და მეორე პუნ­ქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სისტემა“ შემუშავდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ.

2. ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცება და მისი არა უგვიანეს სამ თვეში ერთხელ განახლება გან­­ხორ­­ციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინ­დივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის გამოცემით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია