საქართველოს მთავრობის
დადგენილება №206
2008 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №111 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №111 დადგენილება (სსმ III, 30.04.08, №65, მუხლი 722).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე