“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/180
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
040.040.040.22.028.008.888
“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.028.008.888

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/180

2006 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის  15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ,,ბავშვთა“ ან „ ახალგაზრდული“ სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანასური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორ­­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტა­მენტს გან­ცხა­დება რეესტში გატარების შესახებ.“;

ბ) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. რეესტრ ში გასატარებლად საჭიროა შემდეგი დო­კუმენტების წარმოდგენა:

ა) კავშირის წეს დება (ასლი);

ბ) შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა (ასლი).“;

გ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. კავშირის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) კავშირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

ბ) კავშირის განცხადება რეესტრიდან გასვლის შესახებ.“;

დ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.“;

ე) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“;

ვ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია