“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეტა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-14
სარეგისტრაციო კოდი
120.320.000.22.026.008.880
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეტა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.320.000.22.026. 008.880

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №206

2006 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო  მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა  და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს  თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38  ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №22, მუხ. 270) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „61” პუნქტი:

„61. სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოტექნიკური დაზვერვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის I და II ბატარეების სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით მიეცეთ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით”.

2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და პირადი შემადგენლობა.

3. ბრძანება ძალაშია 2006 წლის პირველი აპრილიდან.

                                                                                                ი. ოქრუაშვილი

                                                                                                 დანართი №6

სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოტექნიკური დაზვერვის, რადიოლოკაციური დაზვერვის I ბატარეისა და რადიოლოკაციური დაზვერვის II ბატარეების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                                    (ლარებში)

№

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატი თვეში

1

მაიორი

 

O-5

425

2

კაპიტანი

O-4

480

3

უფროსი სერჟანტი

O-4

640

4

სერჟანტი

S-3

650

 

 

კრებსითი — სრული ვერსია