ქ. თბილისი ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
739
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1991-09-24
გამოქვეყნების თარიღი
1991-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000250.02(0).000.000202
ქ. თბილისი ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

 

დადგენილება №739

 

1991 წლის 24 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს ხაშურის რაიონის პრეფექტის 1991 წლის 26 ივლისის №20 ბრძანება და გამოიყოს სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,12 ჰექტარი ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში, მათ შორის: სოფელ ჩუმათელეთში – 0.06 ჰექტარი საძოვარი ერთი დამეწყრილი კომლის სამოსახლოდ და სოფელ გვერდისუბანში – 0.06 ჰექტარი სამეურნეო ეზო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ერთი კომლის სამოსახლოდ.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია

 

კრებსითი — სრული ვერსია