საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №284
1991 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
გარდაბნის რაიონის სამი სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებისათვის აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1990 წლის 29 ნოემბრის №454 გადაწყვეტილება და გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებას გამოეყოს 9 ჰექტარი სახნავი აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად (ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად), მათ შორის: ჯანდარის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი, კიროვის სახელობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი, კაპანახჩის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე