“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამრკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
175/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-03
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.008.841
“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამრკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.008.841

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის  ბრძანება №175/ნ

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის   №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №21, მუხლი 257) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „უმუშევრის შემწეობის პროგრამის“ (დანართი №6) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 226.0 ათას ლარს, მათ შორის:

1. უმუშევრის შემწეობის თანხა – 222 500 ლარი;

2. საბანკო მომსახურების თანხა – 3 500 ლარი.“.

2. ბრძანება ძალაშია 2006 წლის 9 ივნისიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი             ვ. მეგრელიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია