საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №626 1990 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულის საშუალო სკოლისათვის გ. ყ. ნიორაძის სახელის მიკუთვნების შესახებ
|
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის შუამდგომლობა და მიეკუთვნოს ამ რაიონის სოფელ ძირულის საშუალო სკოლას ქართული არქეოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის პროფესორ გიორგი ყაფლანის ძე ნიორაძის სახელი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე |