“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2006-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-30
სარეგისტრაციო კოდი
220.010.020.11.004.008.819
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.020.11.004.008.819

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №38

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის  საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის  №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ დამატების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ (სსმ III, 28.06.02 წ., №66, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

დაემატოს 5' მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 5'. ორეტაპიანი ტენდერი

1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა:

ა) შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით;

ბ) შესყიდვის ობიექტია ინტელექტუალური მომსახურება.

2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენ-დერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე.

3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების მიზნით.

4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე       რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია