,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
185
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-09
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.130
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №173 დადგენი­ლებაში (სსმ III, 2008 წელი, №116, მუხ. 1245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი რეორგანიზა-ციისათვის სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ დადგენილების პირველი მუხლი, გარდა მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს დადგენილების მე-2 მუხლით გათვა­ლისწინებული რეორგანიზაციის დასრუ-ლებისთანავე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 8 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია