საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №428
1990 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში ბულგარეთის ფირმა „კომეკსის“ წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
საქართველოს სს რესპუბლიკასა და ბულგარეთს შორის პარტნიორული, საფინანსო და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ბულგარეთის ფირმა „კომეკსის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს სსრ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმას შექმნას ქ. თბილისში თავისი წარმომადგენლობა.
2. საქართველოს სსრ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს ბულგარეთის ფირმა „კომეკსის“ წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ნორმალური ფუნქციონირების პირობები.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე