საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება № 375
1990 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელწმიფო თეატრისათვის მ. ა. ბალანჩივაძის სახელის მიკუთვნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
მიღებულ იქნეს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინადადება და, ქალაქის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, მიეკუთვნოს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძის სახელი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე