კოლხეთის სატყეო მეურნეობის ბაზაზე ფოთისა და ხობის სატყეო მეურნეობების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
385
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-07-23
გამოქვეყნების თარიღი
1990-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000110.02(0).000.000065
კოლხეთის სატყეო მეურნეობის ბაზაზე ფოთისა და ხობის სატყეო მეურნეობების შექმნის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

 

დადგენილება №385

 

1990 წლის 23 ივლისი

 

ქ. თბილისი

 

კოლხეთის სატყეო მეურნეობის ბაზაზე ფოთისა და ხობის სატყეო მეურნეობების შექმნის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

მიღებულ იქნეს ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოსა და ხობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომების წინადადებანი და ყოფილი კოლხეთის სატყეო მეურნეობის ბაზაზე შეიქმნას:

- ფოთის სატყეო მეურნეობა 4670 ჰექტარი საერთო ფართობით (ფოთის სატყეო №№ 1-18, 22-24, 28-36 კვარტლები, საერთო ფართობი - 2322 ჰექტარი, ჭალადიდის სატყეოს №№26-44, 46 კვარტლები, საერთო ფართობი - 2348 ჰექტარი);

- ხობის სატყეო მეურნეობა 10465 ჰექტარი საერთო ფართობით (ჭალადიდის სატყეოს №№ 1-25, 45, 47, 48 კვარტლები, საერთო ფართობი - 2799 ჰექტარი, ხობის სატყეოს № 4-48 კვარტლები, საერთო ფართობი - 4445 ჰექტარი, ხეთის სატყეოს №№ 1-4, 8, 16-18, 23-47 კვარტლები, საერთო ფართობი - 3221 ჰექტარი).

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს   თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველის მოადგილე  ა. პაიჭაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია