საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №368
1990 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში შეყვანის შესახებ
სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების მოცულობის გადიდებისა და საწარმოო სიმძლავრეთა უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკის“ შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
შეყვანილ იქნეს მცხეთის ტურბინების ქარხანა „ჩაიკა“ დამოუკიდებელი ბალანსით თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში 1990 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე