“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებებეის შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
568
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-12
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.008.737
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებებეის შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.737

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №568

2006 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ. 1035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.დ“ და ,,ჰ.ჰ.ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ.ჰ.დ) ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნი;“

,,ჰ.ჰ.ყ) ავტოპარკირების ქვითარი;“

ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,ჰ.ც“, ,,ჰ.ძ“, ,,ჰ.ჭ“, ,,ჰ.ჰ.ა“, ,,ჰ.ჰ.ბ“, ,,ჰ.ჰ.ზ“ და ,,ჰ.ჰ.პ“ ქვეპუნქტები.

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე“ ქვეპუნქტი:

,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობა“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია