სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.008.729
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №541
2006 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ცვლილება შევიდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №196 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №15, მუხ. 152) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების მე-13 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე