“კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
144
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-03
სარეგისტრაციო კოდი
220.020.010.18.011.008.637
“კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.010.18.011.008.637

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №144

2006 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაძლო რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილების და კომერციული ბანკების კაპიტალის ამაღლებისა და მინიმალური კაპიტალის ოდენობის საერთაშორისო ნორმებთან მიახლოების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 12 (თორმეტი) მილიონი ლარით.

2. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:

ა) არანაკლებ 9.2 (ცხრა მილიონ ორასი ათასი) მილიონ ლარს 2006 წლის 31 დეკემბრისათვის;

ბ)    არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2007 წლის 30 ივნისისათვის.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7.8 (შვიდი მილიონ რვაასი ათასი) მილიონ ლარს.

4. საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №124 და 2003 წლის 23 დეკემბრის №297 ბრძანებები.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი დ. ამაღლობელი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის ბრძანება № 61/04 - ვებგვერდი, 04.05.2017წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია