საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №129
1995 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 ნოემბრის №815 დადგენილების „დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
მიღებულ იქნეს ბოლნისის რაიონის გამგეობის წინადადება და „დიდი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის და სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 ნოემბრის №815 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგინდეს ბოლნისის რაიონში გასაცემი მიწის ზღვრული (მაქსიმალური) ნორმები არსებული საკარმიდამო მიწების ჩათვლით: პირველი კატეგორიის კომლებისთვის — სარწყავი ნაცვლად 0,15 ჰექტარისა — 0,25 ჰექტარი და ურწყავი — ნაცვლად 0,25 ჰექტარის ნაცვლად 0,35 ჰექტარი, ხოლო მეორე კატეგორიის კომლებისათვის - სარწყავი 0,10 ჰექტარის ნაცვლად 0,15 ჰექტარი და ურწყავი - 0,20 ჰექტარის ნაცვლად 0.25 ჰექტარი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია