“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
337
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-17
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.008.577
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით დამტკიცებულ “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.577

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის  

ბრძანება №337

2006 წლის 1 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის № 386 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის №386 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №116, მუხ. 1277) დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვისა და საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51. ანგარიშსწორების სპეციალური მოთხოვნები

1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონზე გასატანი ტყეკაფების გამოყოფა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დაუშვებელია ამ მიზნით კერძო დაფინანსების გამოყე-ნება.

2. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი აუქციონის შედეგების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში, სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე, ვალდებულია შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ მოპოვებული ხე-ტყის რესურსის ტყეკაფების გამოყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.

3. ტყით მოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყეკაფის გამოყოფისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია