„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
347/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-10-03
სარეგისტრაციო კოდი
470010000.11.119.004990
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება № 347/ნ

2001 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის № 165/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:

1. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 აპრილის №165/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 პუნქტი „ნარკოლოგია“ ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 1);

ბ) მე-17 პუნქტის „0–3 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო დახმარება“ 17.3.17 ქვეპუნქტში „ნეონატოლოგია“ – სტანდარტიდან კოდით 7272 ამოღებულ იქნას ნოზოლოგია Z58.4 (რადიაციის ზემოქმედება (ეჭვი რადიაციულ დაზიანებაზე – 1 გამოკვლევა)

გ) მე-18 პუნქტის „უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარება“ 18.2 ქვეპუნქტს „ოფთალმოლოგია“ დაემატოს ნაწილი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 2);

დ) მე-20 პუნქტის „გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა“ 20.1 ქვეპუნქტი "გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა“ ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 3);

ე) 28-ე პუნქტის „ინვალიდთა სოციალური დახმარება“ 28.2 ქვეპუნქტის „ნევროლოგია“ სტანდარტი კოდით 5493 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 4);

ვ) 32-ე პუნქტის „სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ღონისძიებები“-ის A567 კოდში – „საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეების პათომორფოლოგია“, ციფრები „6.580“ შეიცვალოს ციფრებით „2191“.

ზ) ამავე პუნქტს დაემატოს ნაწილი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 5);

თ) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებს დაემატოს 34-ე პუნქტი – „კატასტროფის მედიცინა“, თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 6).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ა. ჯორბენაძე

კრებსითი — სრული ვერსია